პისტორიუსი: გერმანია ლიეტუვაში ორ სატანკო ბატალიონს განათავსებს
გერმანიამ შეარჩია ქვედანაყოფები, რომლებიც ლიეტუვაში დისლოცირებისთვის ბუნდესვერის 42-ე სატანკო ბრიგადას შექმნიან.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 6 ნოემბერს განაცხადა, ამ ქვედანაყოფების ადგილებზე გერმანიაში ახალი შენაერთები გადანაწილდებიან.
ივნისში, ვილნიუსში ვიზიტის დროს, მან გამოაცხადა, რომ გერმანია მზადაა ლიეტუვაში მუდმივად განათავსოს ბუნდესვერის ბრიგადა - დაახლოებით 4000 ადამიანი.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განრიგის მიხედვით, წინასწარი ჯგუფი გერმანიიდან ლიეტუვაში 2024 წლის მეორე კვარტალში უნდა გაემგზავროს, ხოლო სატანკო ბრიგადის შტაბი - 2024 წლის მეოთხე კვარტალში. პისტორიუსმა განაცხადა, რომ ახალი ბრიგადა 2025 წლის დასაწყისისთვის უნდა ამოქმედდეს.
ლიეტუვაში ნატოს Forward Enhanced Presence Battle Group-ს ამჟამად გერმანია ხელმძღვანელობს. ქვეყანაში დაახლოებით 1500 ბუნდესვერის ჯარისკაცია დისლოცირებული.
ნატოს ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფი ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და პოლონეთში 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ შეიქმნა. ეს ჯგუფი 2022 წლის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ გაძლიერდა. ოთხი ახალი ჯგუფი ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში შეიქმნა.