პოდოლიაკი მობილიზებულ რუსებს: ჩაბარდით უკრაინის არმიას

რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც იძულებით არიან მობილიზებული საოკუპაციო ჯარში უკრაინაში ომისთვის, უნდა ჩაბარდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა.

"რუსეთის ძალით მობილიზებულ მოქალაქეებს, რომლებსაც არ გსურთ უცხო ქვეყანაში პატივის გარეშე სიკვდილი! ჩაბარდით რაც შეიძლება მალე. უკრაინა სიცოცხლის შენარჩუნებისა და ღირსეული მოპყრობის გარანტიას გაძლევთ", - წერს ის.

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ რუს სამხედრო ტყვეებს, ჟენევის კონვენციის თანახმად, არ გადასცემენ რუსეთის ფედერაციას, თუ მათ ეს არ სურთ.

მსგავსი სიახლეები