პოლონეთი 1989 წლის შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო აღლუმისთვის ემზადება

პოლონეთი არმიის დღესთან დაკავშირებით 1989 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმისთვის ემზადება.

ამ ინფორმაციას ვარშავის პირველი ჯავშანსატანკო ბრიგადის პრეს-ოფიცერი, ლეიტენანტი იაცეკ პიოტროვსკი ავრცელებს.

"ყველას, ვისაც სურს ჩვენთან ერთად პოლონეთის არმიის დღის აღნიშვნა, რადგან უპირველეს ყოვლისა, ეს ყველა პოლონელის დღესასწაულია და ყველას, ვისაც სურს თვალი ადევნოს პირდაპირ ეთერში ან მედიაში, შეძლებს ნახოს თანამედროვე ტექნიკა, რომელიც პოლონეთის არმიის შეიარაღებაშია ან მალე იქნება მზად." - თქვა მან.

ეს იქნება პოლონეთის შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი და თანამედროვე აღლუმი 1989 წლიდან.

აღლუმი პოლონეთის არმიის დღეს, 15 აგვისტოს ჩატარდება.

პიოტროვსკიმ გაიხსენა, რომ ვარშავაში, ვისლოსტრადაზე სამხედრო აღლუმის დროს, მოქალაქეები ნახავენ პოლონურ, ამერიკულ და კორეულ აღჭურვილობას.

პოლონეთის არმიის დღის აღლუმი სამწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება.

აღლუმში პოლონელების გარდა მონაწილეობას მიიღებენ სამხედროები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ხორვატიიდან და რუმინეთიდან.

მსგავსი სიახლეები