პოლონეთი შვედეთს და ფინეთს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში დაეხმარება

პოლონეთი ფინეთს და შვედეთს დაეხმარება, თუ ნატოში ოფიციალურად გაწევრიანებამდე რუსეთი სკანდინავიურ ქვეყნებზე თავდასხმას შეეცდება.

„მიმაჩნია, რომ შვედეთის და ფინეთის ნატოში შესვლა ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი გზავნილია“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა მათეუშ მორავიეცკიმ.

სტოკჰოლმა და ჰელსინკიმ სამხედრო ალიანსს წევრობის თხოვნით ოფიციალურად 18 მაისს მიმართეს.

გაწევრიანების მოლაპარაკებები სავარაუდოდ მომავალ კვირებში დაიწყება.

თუმცა, სკანდინავიურ ქვეყნებში შიშობენ, რომ კრემლი მათთვის საფრთხის შექმნას შეეცდება.

ნატოში წევრობის ოფიციალურ რატიფიკაციამდე ფინეთზე და შვედეთზე კოლექტიური თავდაცვის მუხლი არ ვრცელდება, ამიტომ ორი ქვეყანა დასავლელი პარტნიორებისგან უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს ელოდება.

ფინეთს და შვედეთს დახმარება უკვე აღუთქვა დიდმა ბრიტანეთმა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები