პოლონეთი უკრაინას თავდაცვით შეიარაღებას მიაწოდებს

 

პოლონეთი უკრაინას „ნებისმიერი“ სახის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს, განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას.

პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ დახმარება კიევისთვის თავდაცვითი შეიარაღების, მათ შორის საზენიტო სისტემების საბრძოლო მასალის მიწოდებას ითვალისწინებს.

ვარშავის განცხადებით, მეზობელ სახელმწიფოს დახმარებას „მზარდი რუსული სამხედრო ესკალაციის“ შესაკავებლად უწევენ.

უკრაინას სამხედრო დახმარებას ამჟამად აშშ, დიდი ბრიტანეთი, ბალტიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უწევენ.

ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი მალე პოლონეთთან და უკრაინასთან ერთად ახალი ალიანსის ფორმირებას აპირებს.

„ალიანსის მთავარი მიზნები რუსული საფრთხის მოგერიება და ევროპაში უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობა იქნება“, - აცხადებენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

1 თებერვალს კიევს დიდი ბრიტანეთის და პოლონეთის პრემიერები ეწვევიან.

 

მსგავსი სიახლეები