პოლონეთის პრემიერი: უნგრეთი თანხმაა SWIFT-დან რუსეთის გათიშვაზე
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ადასტურებს, რომ უნგრეთი მზად არის ყველა სანქციას შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის კრემლის SWIFT-დან გათიშვას.
მისი თქმით, ამის შესახებ დასტური ვიქტორ ორბანისგან, უნგრეთის პრემიერისგან მიიღო, რომელიც ბოლო მომენტამდე თავს იკავებდა.