პოლონეთმა ბელორუსის საზღვარზე ელექტრონული ბარიერის მშენებლობა დაასრულა
პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ბელორუსის საზღვარზე ელექტრონული ბარიერის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა. ეს ფიზიკურ ღობესთან ერთად, საზღვრის უსაფრთხეობას გაზრდის.
ამიერიდან ელექტრონული ბარიერი პოლონეთსა და ბელორუსის საზღვრის მთელ სიგრძეზე, ანუ 206 კილომეტრზე მოქმედებს. მანამდე, პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე ფიზიკური ბარიერი ერთი წელი ფუნქციონირებდა.
"ბარიერები, როგორც ფიზიკური, ასევე ელექტრონული, მნიშვნელოვანი ელემენტია პოლონეთის რესპუბლიკის საზღვრის დაცვის სისტემაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტის - მესაზღვრეების გვერდით," - აღნიშნავენ სამსახურში.
206 კმ სიგრძის ელექტრონული ბარიერი აღჭურვილია 3000 დღისა და ღამის ხედვის კამერით, 400 კმ-იანი აღმოჩენის კაბელითა და 11 ტელეტექნიკური კონტეინერით.
გასულ წელს, ბელარუსთან საზღვრის პოდლასიეს მონაკვეთზე დასრულდა ფიზიკური ბარიერის მშენებლობა - მავთულხლართებით დაფარული ფოლადის ღობეებისგან დამზადებული 5.5 მეტრიანი ღობე. მისი სიგრძე 186 კილომეტრია.
ელექტრონული ბარიერი ასევე მოიცავს იმ ტერიტორიებს, სადაც არ არის ფიზიკური ღობე, ანუ სასაზღვრო წყლების ნაწილი. ყველა სამუშაოს ჯამური ღირებულება შეფასებულია დაახლოებით 1.6 მილიარდი ზლოტი იყო (360 მილიონი ევრო).
სასაზღვრო ბარიერი იყო პასუხი ბელარუსიდან წამოსულ მუდმივ მიგრაციულ ზეწოლაზე, როდესაც 2021 წლის შუა პერიოდიდან მინსკმა ხელი შეუწყო საზღვარზე აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ხალხის ჩამოსვლას, რომლებიც ევროკავშირში შესვლას ცდილობდნენ.