პუტინი: მზად ვართ საუბრისთვის, მაგრამ რეფერენდუმების შედეგები ხელშეუხებელია
ვლადიმირ პუტინმა კრემლში გამართულ მიმართვაში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გააფორმა.
მისი თქმით, ლუჰანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპორიიჟის ობლასტის მაცხოვრებლები რეფერენდუმების შემდეგ "სამუდამოდ გახდნენ რუსეთის მოქალაქეები".
ამავდროულად ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართული რეფერენდუმების შედეგები ვერ იქნება განხილვის საგანი.
"მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიიჟისა და ხერსონის მაცხოვრებლების არჩევანი განხილვას არ ექვემდებარება",- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
მოსალოდნელია, რომ ანექსირების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის ვლადიმირ პუტინის მიმართვის დასრულების შემდეგ გაიმართება.