პუტინმა მაჰაჩყალის პოგრომში უკრაინა და დასავლეთი დაადანაშაულა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაღესტანში მომხდარზე განაცხადა, რომ უკრაინამ და "დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოებმა" 29 ოქტომბერს მაჰაჩყალაში ანტისემიტურ პოგრომებზე გავლენა მოახდინეს.
"მაჰაჩყალაში განვითარებული მოვლენები შთაგონებული იყო, მათ შორის სოციალური ქსელების საშუალებით, უკრაინის ტერიტორიიდან, დასავლური სადაზვერვო სამსახურების აგენტების ხელით." - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, პუტინმა შეერთებული შტატები დაადანაშაულა, რომ ის ბრძოლის ველზე წარმატებას ვერ აღწევს და რუსეთის შიგნიდან დასუსტებას ცდილობს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ორშაბათს უარყო რუსეთის პრეტენზია ანტიებრაულ პოგრომებში უკრაინის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიმა მარია ზახაროვამ ორშაბათს განაცხადა, რომ დაღესტანში განვითარებული მოვლენები იყო "გარედან დაგეგმილი და განხორციელებული პროვოკაციის" შედეგი, რომელშიც "კიევის რეჟიმმა" მთავარი როლი ითამაშა.
29 ოქტომბერს მაჰაჩყალის აეროპორტში ადგილობრივი მოსახლეობა შეიჭრა. ანტი-სემიტი დემონსტრანტები თელ-ავივიდან ჩამოსულ თვითმფრინავს დახვდნენ და "ებრაელების გაყრას" ითხოვდნენ.
რუსეთის ქალაქ, მაჰაჩყალაში უკვე რამდენიმე დღეა მასობრივი ანტი-სემიტური საპროტესტო აქციები იმართება