რა ხდება ტაივანსა და ჩინეთს შორის - მოკლედ
მას შემდეგ, რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არაერთი მუქარის მიუხედავად, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი, ტაივანში მაინც ჩავიდა, ჩინეთსა და ტაივანს შორის ვითარება დაიძაბა.
საპასუხოდ, ჩინეთის არმიამ გამოაცხადა, რომ ტაივანის მახლობლად საჰაერო და საზღვაო წრვთნებს იწყებს, ტაივანის აღმოსავლეთით კი ზღვაში რაკეტების სატესტო გაშვებას გეგმავს.
ჩინეთის სახელისუფლებო მედიის თანახმად, ექვსიდან სამი წრვთნა იმ ადგილებში გაიმართება, რომლებსაც ტაივანი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
ტაივანელები კი ამბობენ, რომ ამ დღეებში მათი საჰაერო სივრცე უკვე 27-მა ჩინურმა თვითმფრინავმა გადაკვეთა. ტაივანის თავდაცვის მინისტრმა ჩინეთის მოქმედებებს სულაც ბლოკადა უწოდა.
ექსპერტების მოსაზრებით, ჩინეთის მოქმედებების შეიარაღებულ კონფლიქტში გადაზრდის შანსი დაბალია და ამ ყველაფრის მთავარი მიზანი ძალის დემონსტრირებაა. სამხედრო წრვთნებით ჩინელები აჩვენებენ, კუნძულზე თავდასხმის შემთხვევაში რა ძალის გამოყენება შეუძლიათ.
ამანდა ჰსიაო, Crisis Group-ის ჩინეთის მთავარი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ჩინეთის ამგვარი რეაქცია მოულოდნელი არ ყოფილა.
"ბეიჯინჯი აშკარად ცდილობს, გამოხატოს თავისი მტკიცე წინააღმდეგობა პელოსის ვიზიტის მიმართ.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამხედრო პასუხი იმაზე თვალშისაცემად მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე აქამდე გამოვლენილი რეაქცია ყოფილა. რაც, თავისთავად, მაღალი თამასაა".
ტაივანი, რომელიც ჩინეთის სამოქალაქო ომში კომუნისტების გამარჯვების შემდეგ პეკინისგან დამოუკიდებელია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მის ნაწილად მიაჩნია.