Rheinmetall უკრაინას 25 Leopard 1-ის ტანკს გადასცემს
გერმანულმა თავდაცვის კონცერნმა Rheinmetall-მა გამოაცხადა, რომ უკრაინას 25 Leopard 1A5-ის საბრძოლო ტანკს და ხუთ ჯავშანმანქანა Bergepanzer 2-ს გადასცემს.
ეს ინფორმაცია კომპანიის პრესსამსახურმა 14 ნოემბერს გაავრცელა.
Rheinmetall-მა ხელშეკრულება უკრაინის მთავრობასთან გააფორმა, რასაც გერმანია დააფინანსებს. კონცერნი არ ასახელებს ტრანზაქციის ღირებულებას. კონტრაქტი ასევე მოიცავს ეკიპაჟის მომზადებას, ლოჯისტიკას და აღჭურვილობის სათადარიგო ნაწილებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტექნიკის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს Rheinmetall-ის ქარხნებში.
Rheinmetall ასევე აცხადებს, რომ Marder-ის 80 ქვეითთა საბრძოლო მანქანების უმეტესობა, რომლებიც ადრე შეუკვეთეს, უკვე გადაეცა უკრაინას და მზად არის კიდევ 20 Marder მიაწოდოს შეკვეთის მიღების შემდეგ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში Rheinmetall აპირებს უკრაინას 100 ათასი 120 მმ-იანი ჭურვი მიაწოდოს.