რუბიო: თუ უახლოეს დღეებში პროგრესი არ იქნება რუსეთ-უკრაინის შუამავლობას ვწყვეტთ

სახელმწიფო მდივან რუბიოს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აღარ გააგრძელებენ მედიაციას რუსეთ-უკრაინის ომის შესაწყვეტად, თუ კი უახლოეს დღეებში ცეცხლის შეწყვეტის კუთხით პროგრესი არ იქნება.
State Of Play: ამის შესახებ რუბიომ პარიზში ევროპელ და უკრაინელ პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. სავარაუდოა, რომ რუბიოს განცხადება მოსკოვისკენ იყო მიმართული, პარიზის შეხვედრის პარალელურად უკრაინამ და აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს იშვიათი მინერალების მოპოვების შეთანხების შესახებ.
- პარიზის შეხვედრის შემდეგ გაიმართა სატელეფონო საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან - რუბიოს თქმით, "მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის კონტურების გეგმა" გადასცა, რომელიც უკვე შეთანხმებულია უკრაინასთან და ევროპელ პარტნიორებთან.
- რუბიოს თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი არ არის შეერთებული შტატების ომი - "მიმდინარე ომი ცხადია საშინელებაა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ომი, ის ჩვენ არ დაგვიწყია. შეერთებული შტატები 3 წელია ეხმარებიან უკრაინას და ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ომი."
- აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თქმით, მათმა ადმინისტრაციამ 87 დღე დაუთმო მხარეებს შორის ფასილატაციას და პრეზიდენტი ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს - "მიზანია ძალიან გავიგოთ ძალიან მალე არის თუ არა შესაძლებელი ომის დარულება, საუბარია დღეებსა და არა კვირებზე, თუ ეს შესაძლებელია ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ჩვენი ნაწილი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ომი დასრულდება ქმედით და სამართლიანი გზით."
- რუბიო ამბობს, რომ პარიზში გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი იყო "მყარი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის საჭირო შეთანხმების კონკრეტული კონტურების განსზაღვრა.
- "ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა გავარკვიოთ, არის თუ არა ომის დასრულება შესაძლებელი, ამისთვის მაქსიმუმ რამდენიმე კვირა გვაქვს, თუ ეს შესაძლებელია ჩვენ ვრჩებით, თუ არა მაშინ ჩვენ სხვა პრიორიტეტებიც გვაქვს, რომელიც ყურადღებას საჭიროებს"- ამბობს რუბიო.
Big Picture: 17 აპრილს, ოვალურ კაბინეტში იტალიის პრემიერ-მინისტთან ჯორჯია მელონისთან შეხვედრისას ტრამპმა განაცხადა, რომ კონკრეტულ წინადადებაზე რუსეთის პასუხს უკვე მიმდინარე კვირაში ელოდება.
- ამასთანავე რუბიომ განაცხადა, რომ სამშვიდობო დარეგულირების პროცესში ჩართული უნდა იყვნენ ევროპელებიც, რადგანაც ცეცხლის შეწყვეტისთვის შემთხვევაში საჭირო იქნება მათი თანხმობა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად.
- რუბიოსთან საუბრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ და მითითებულია, რომ "რუსეთი მზად არის გააგრძელოს ერთობლივი მუშაობა."
Context: პარიზში გამართულ შეხვედრას საფრანგეთის დიპლომატიური წარმატება უწოდა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-მიშელ ბარომ, რომელიც "ერთ მაგიდაზე დასვა უკრაინელები, ევროპელები და ამერიკელები."
- "ძალიან პროდუქტიული შეხვედრის" შესახებ განაცხადა დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელმა უკრაინაში, კიტ კელოგმა.
- ცეცხლის შეწყვეტაზე უარის შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთს დამანგრეველი სანქციებით ემუქრებოდა, საუბარია მათ შორის რუსული ნავთობის გაყიდვის ახალ შეზღუდვებზეც.