რუმინეთი უკრაინის საზღვარზე ახალ დრონების საწინააღმდეგო სისტემას დაამონტაჟებს
რუსული დრონების ნამსხვრევების რამდენიმეჯერ ჩამოვარდნის შემდეგ, რუმინეთი უპილოტო საფრენი აპარატებისგან თავდაცვის თანამედროვე სისტემებს მიიღებს.
ამის შესახებ hotnews.ro წერს.
ახალი სისტემა უკრაინის საზღვარზე დამონტაჟდება. რუმინეთი ამ სისტემას ნატოს თანხმობით, ერთ-ერთ პარტნიორ ქვეყანასთან სამთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზე, მიიღებს.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, საუბარია ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ დრონების საწინააღმდეგო სისტემაზე.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ განადგურებული დრონები შემთხვევით ჩამოვარდა.
სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ინციდენტების გამო, რუმინეთმა საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის მოსაზღვრე დუნაის სოფლებთან გადაიტანა.