უკრაინის მახლობლად, რუმინეთში ბომბების თავშესაფრების მშენებლობა დაიწყეს
რუმინეთი დუნაის სანაპიროზე სოფლის მცხოვრებთათვის თავშესაფრების აშენებას იწყებს. ეს ტერიტორია უკრაინის პორტების მუდმივი დაბომბვის გამო საფრთხის ქვეშ არის.
ამ ინფორმაციას Digi24 ავრცელებს.
კატალკიოის თემის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამხედროები და სამშენებლო მასალებით სატვირთო მანქანები შენიშნეს. თავდაპირველად, მედია წერდა, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სოფელ პლაურუს მაცხოვრებლებისთვის თავშესაფრების მშენებლობასთან, რომლის მახლობლადაც ორი რუსული დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.
გასულ კვირას რუმინეთის საგანგებო სიტუაციების ეროვნულმა კომიტეტმა დუნაის ზემოთ სოფლების მაცხოვრებლებისთვის თავშესაფრების აშენება და საფრთხის შემთხვევაში, შეტყობინებების გაგზავნა გადაწყვიტა.
შემდგომში ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პლაურუში მოსახლეობისთვის ორი თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო, სამუშაოებში 50-მდე სამხედრო და 20 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული. კედლებისთვის ბეტონის კონსტრუქციები გამოიყენება.