რუსების მიერ ლუჰანსკის დაბომბვას ქალი და ორი ბავშვი შეეწირა
კიევსა და ლუჰანსკში განხორციელებული დაბომბვების შედეგად, ბოლო 48 საათის განმავლობაში 10 სამოქალაქო პირი გარდაიცვალა, მათ შორის 2 ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს.
განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მსხვერპლი კიევის რეგიონის ქალაქ მაკარივში დაფიქსირდა, სადაც 18 მარტს, რუსების ბომბებს 7 ადამიანი შეეწირა, ხოლო ხუთი დაიჭრა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სააგენტომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ 19 მარტს, ლუჰანსკის ოლქის ქალაქ რუბიჟნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში ქალი და ორი ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს.
ნანგრევებში მესამე ბავშვიც იყო, რომელიც სამაშველო სამსახურებმა გამოიყვანეს და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია