რუსეთი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროგრამის დატოვებით იმუქრება

მოსკოვი აცხადებს, რომ ამერიკის მიერ რუსულ კომპანიებზე დაწესებული ახალი სანქციების გამო შესაძლოა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროგრამა დატოვოს.

“თუ უახლოეს მომავალში კომპანია Progress-სა და TsNIIMash-ს სანქციები არ მოეხსნება, რუსეთის მიერ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დატოვება ამერიკელი პარტნიორების პასუხისმგებლობა იქნება,”  - განაცხადა “როსკოსმოსის” გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი როგოზინმა.

“ჩვენ ან ერთად ვმუშაობთ, რაც სანქციების დაუყოვნებლივ მოხსნას ნიშნავს, ან არ ვიმუშავებთ ერთად და საკუთარ კოსმოსურ სადგურს გავგზავნით,” - დასძინა მან.

ამერიკულმა კომპანიებმა, რომლებიც ვაშინგტონის მიერ რუსეთის სამხედრო ძალებთან კავშირის მქონე კომპანიებთან ვაჭრობენ, ეკონომიკური ურთიერთობისთვის აშშ-ს მთავრობის სპეციალური ნებართვა უნდა მიიღონ, რაც ვაჭრობას ართულებს.

ამ კატეგორიაში 40-ზე მეტი რუსული კომპანიაა.

რუსეთის მიერ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროგრამის დატოვება 15 ქვეყნის 20 წლიან თანამშრომლობას დაასრულებს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები