რუსეთი ჭურვების ნახევარს ჩრდილოეთ კორეისგან იღებს - The Times
რუსეთის მიერ ყოველწლიურად გამოყენებული დაახლოებით სამი მილიონი საარტილერიო ჭურვის ნახევარი ჩრდილოეთ კორეიდან მოდის.
ამის შესახებ The Times დასავლური დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
რუსეთი ჩრდილოეთ კორეიდან ჭურვების მიწოდებაზე დამოკიდებული მას შემდეგ გახდა, რაც წლის დასაწყისში ვლადიმერ პუტინი წლის დასაწყისში ფხენიანს ეწვია.
დასავლური დაზვერვის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის ჭურვების ნაწილი შეიძლება იყოს გაუმართავი, მაგრამ სწორედ მათმა რაოდენობამ მისცა რუსეთს ბრძოლის ველზე მდგრადი წარმატების მიღწევის საშუალება.
ამის მიუხედავად, The Times-ის თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში დიდ ზარალს განიცდის - დღეში 1200 სამხედრო, საიდანაც 480 მხოლოდ დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკისთვის ბრძოლებში.
ასევე, ოფიციალური პირის თქმით, რუსეთს ჯერ არ შეუძლია ერთდროულად აიღოს პოკროვსკი და უკრაინული ძალები კურსკის რეგიონიდან მასობრივი მობილიზაციის გარეშე გაიყვანოს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებას ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს.
"ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ პუტინი უარს ამბობს თავის მთავარ მიზანზე - უკრაინის სუვერენიტეტის წართმევა, მე ვერ ვხედავ უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების პერსპექტივას." - თქვა მან.
სამხრეთ კორეის შეფასებით, 2024 წლის ზაფხულისთვის, რუსეთმა შესაძლოა ჩრდილოეთ კორეიდან ხუთი მილიონი საარტილერიო ჭურვი მიიღო.