რუსეთი: Youtube-ის დაბლოკვას არ ვაპირებთ, რათა მომხმარებლები არ დაზარალდნენ

რუსეთის ციფრული განვითარების და კომუნიკაციების მინისტრი (Минцифры) მაქსუტ შადაევი აცხადებს, რომ Youtube-ის დაბლოკვას არ გეგმავენ.

„Youtube-ის დახურვას არ ვაპირებთ. უპირველეს ყოვლისა, როცა რამეს ვზღუდავთ, ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მომხმარებლები არ დაზარალდებიან“, - განაცხადა შადაევმა.

რუსეთში პოპულარული ვიდეო-პლატფორმის დაბლოკვას სამხედრო ცენზურის შემოღებასთან ერთად აქტიურად განიხილავდნენ.

მას შემდეგ, რაც Youtube-მა რუსეთის სახელმწიფო დუმის არხი დაბლოკა, რუსეთის საგარეო უწყების პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ პლატფორმამ „საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა“.

Youtube-ი ერთ-ერთ უკანასკნელ ონლაინ-სივრცედ რჩება, რომელიც რუსეთის მედია-რეგულატორს არ აუკრძალავს.

2021 წლის მონაცემებით, ვიდეო-პლატფორმას რუსეთში 91 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა.

მსგავსი სიახლეები