რუსეთმა ისრაელს სთხოვა, ხელი არ შეუშალოს სირიიდან უკრაინაში შეიარაღების გატანაში - TOI

Times of Israel წერს, რომ რუსეთმა ისრაელს სთხოვა არ ჩაერიოს ან ხელი არ შეუშალოს მას სირიიდან უკრაინაში აღჭურვილობის გადატანაში.

ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი Kan იუწყება, რომ ამ საკითხში ჩართული ისრაელის ოფიციალური პირის თქმით, ისრაელისა და რუსეთის ოფიციალური პირები ბოლო დღეებში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს მოსკოვის შეშფოთების გამო.

ისრაელი და რუსეთი დიდი ხანია სირიის საჰაერო სივრცეში თავიანთ ქმედებებს კოორდინირებას უწევენ, რათა თავიდან აიცილონ რაიმე შეტაკება, თუმცა მოსკოვისა და  იერუსალიმის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ირანული წარმოების დრონების გამოყენება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები