რუსეთმა ხარკოვი და სუმი დაბომბა

18 აპრილს დილით საოკუპაციო არმიამ უკრაინაზე იერიში რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს.

დილის 7 საათის მონაცემებით, დაიღუპა 1 და დაიჭრა 54 ადამიანი. ხარკოვის მერის ინფორმაციით, დაზიანებულია 20-ზე მეტი მრავალბინიანი და 30-ზე მეტი კერძო სახლი.

ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა ქალაქ სუმიში. მერის მოვალეობის შემსრულებლის, არტიომ კობზარის ინფორმაციით, საოკუპაციო არმიის სამიზნე სამრეწველო ობიექტი იყო, თუმცა, კონკრეტულად რა ობიექტი, ამ დრომდე არ სახელდება.

მსგავსი სიახლეები