რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი გაიტაცეს
რუსმა დამპყრობლებმა ხერსონის მერი იგორ კოლიხაევი გაიტაცეს. ამის შესახებ მერის მრჩეველმა გალინა ლიაშევსკაიამ ფეისბუქზე 28 ივნისს განაცხადა.
"გაიტაცეს იგორ კოლიხაევი," - წერს ლიაშევსკაია.
სხვა დეტალებზე მერის მრჩეველმა არ ისაუბრა.
რუსი დამპყრობლები ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე 24 თებერვალს დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან შევიდნენ.
უკრაინის "სამხრეთის" ოპერატიულმა სარდლობამ 28 მაისს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთში კონტრშეტევა წამოიწყეს.
8 ივნისს ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული კონტრშეტევები განახორციელეს ხერსონის რეგიონში.
ხერსონის გათავისუფლებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარ მიზანს უწოდებს სამხრეთში.