საფრანგეთი 2000 უკრაინელ ჯარისკაცს გაწვრთნის
საფრანგეთი 2000-მდე უკრაინელ სამხედროს გაწვრთნის. ამის შესახებ Le Parisien-ს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განუცხადა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს ფრანგულ ქვედანაყოფებში რამდენიმე კვირით გადაიყვანენ. მისი თქმით, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ეს გეგმა უკვე დაამტკიცა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას გადასცემს საზენიტო სარაკეტო სისტემა Crotale-ებს, მათი რაოდენობა "უკრაინელებთან შეთანხმებულია, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება, რომ მათ დაიცვან თავიანთი ცა".
Crotale-ის მოქმედების რადიუსი 11-16 კმ-ია.