საფრანგეთი 44 არალეგალ მიგრანტს უკან დააბრუნებს
მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვაში გემმა Ocean Viking-მა 234 მიგრანტი გადაარჩინა, ქვეყნის ხელისუფლება აპირებს, ზოგიერთი მათგანის უკან გაგზავნოს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალ დარმანენის განცხადებით, ტულონის სამხედრო პორტში შესულ გემზე მყოფი ადამიანების შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათგან 44-ს თავშესაფრის მინიჭების საფუძველი არ აქვს.
მისი თქმით, ის უკვე დაუკავშირდა იმ ქვეყნების ხელისუფლებას, საიდანაც ზღვაზე გამოყვანილი მიგრანტები ჩამოვიდნენ, რათა სამშობლოში მათი სწრაფი დაბრუნება მოხერხდეს, როგორც კი მათი ჯანმრთელობა ამის საშუალებას მისცემთ. თუმცა მან არ დაასახელა მიზეზები, რის გამოც შეუძლებელია თავშესაფრის მიცემა.
დარმანენის თქმით, ბორტზე არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ. ამავდროულად, საფრანგეთმა, გერმანიამ და ცხრა სხვა ევროპულმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა დანარჩენი ლტოლვილების მისაღებად.