საფრანგეთის გარე ტერიტორიებს დავეხმარებით სანამ დამოუკიდებლობას არ მიაღწევენ - ალიევი
ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი დაეხმარება საფრანგათის გარე ტერიორიებს სანამ ისინი პარიზისგან დამოუკიდებლობას არ მიაღწევენ.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, მისი ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული კონგრესის მედია ფორუმზე განაცხადა, რომელზეც საფრანგეთის ოკეანისგადაღმა ტერიტორიების დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი.
ეს აზერბაიჯანსა და საფრანგეთს შორის გასულ თვეებში წარმოქმნილი დაძაბულობისა და ურთიერთბრალდებების გაგრძელებაა. უკვე დიდი ხანია ილჰამ ალიევი ოფიციალურ პარიზს აზერბაიჯანის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს და ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში საფრანგეთის ჩართულობის მიუღებლობაზე საუბრობს.
ამ ფონზე ბოლო პერიოდში აზერბაიჯანი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს წყნარი ოკეანის სამხრეთში მდებარე ფრანგულ ტერიტორიაზე, ახალ კალედონიაზე აკეთებს, სადაც სადავო საარჩევნო ცვლილებებს საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
"მხარს დაგიჭერთ, სანამ არ მოიპოვებთ თავისუფლებას. ზოგი ქვეყანა კვლავ იტანჯება კოლონიალური მმართველობისგან, წარსულის ამ საშინელი გადმონაშთისგან. ჩვენი ვალია დავეხმაროთ ამ ქვეყნებს ამ შემზარავ წარსულთან ბრძოლაში" - განაცხადა ფორუმზე გამოსვლისას ალიევმა.
აზერბაიჯანის მიერ ორგანიზებულ ფორუმს ბაქოში ესწრებოდნენ ახალი კალედონიისა და კორსიკის წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებლობის მომხრე ჯგუფები კარიბისა ზღვისა და წყნარი ოკეანის აუზიდან. აზერბაიჯანულმა მხარემ მიიღო მოწვევა ახალ კალედონიაში ვიზიტის შესახებ.
გასულ მაისში საფრანგეთმა აზერბაიჯანმა ახალ კალედონიაში მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანიის ორგანიზებაში დაადანაშაულა, რომლის მიზანიც ფრანგი სამართალდამცველების დისკრედიტაცია იყო.
აზერბაიჯანი უარყოფს ბრალდებებს, მალევე ბაქომ ქვეყნიდან ფრანგი დიპლომატები გააძევა.