საფრანგეთში კორონავირუსის 94 000 დღიური ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

 

24 დეკემბერს საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობის, 94 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ სააგენტო AFP წერს.

აქამდე, დღიური შემთხვევების მაქსიმუმი 91 000 იყო.

საფრანგეთში ომიკრონ შტამის გავრცელების ფონზე კორონავირუსის ახალი ტალღაა. ბოლო დღეებში ვირუსის 73 000 და 79 000 ახალი შემთხევაა დაფიქსირებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი ქვეყანაში 8.5 მილიონმა ადამიანმა გადაიტანა, 119 552 კი - დაიღუპა.

საფრანგეთის მოსახლეობის 72.8% სრულად არის აცრილი.

 

 

მსგავსი სიახლეები