სახ.დეპი: აშშ აჩერებს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან
ამერიკის შეერთებული შტატები აჩერებს სტრატეგიული პარტნიორობის მექანიზმის საქართველოსთან.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
რეალპოლიტიკა გთავაზობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თარგმანს.
"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მოდის წინააღმდეგობაში ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებასთან, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში და გულისხმობს ქვეყნის სრულ ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით ქართულმა ოცნებამ უარი თქვა ევროპასთან ახლო კავშირებზე და გახადა საქართველო უფრო მოწყვლადი რუსეთის წინაშე.
ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპაში ინტეგრაციას. აშშ გმობს პოლიციის მიერ ძალის გადატემებას ქართველების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ ისარგებლონ შეკრებისა და გამოხატვის უფლებით, მშვიდობიანი პროტესტის მათ შორის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს გააკეთონ ყველაფერი რათა პროტესტები იყოს მშვიდობიანი.
ქართული ოცნების სხვადასხვა ანტი-დემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც დაფუძნებული იყო საერთო ფასეულობებზე, დემოკრატიის ერთგულებაზე, კანონის უზენაესობაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, ადამიანის და ფუნდამენტურ უფლებათა პატივისცემაზე, ასევე ანტი-კორუფციულ ძალისხმევაზე. როგორც შედეგი ამერიკის შეერთებული შტატები აჩერებს ამ მექანიზმს.
ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს ევრო-ატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოძიოს საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილი დარღვევები და უკან გაიწვიოს კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას."