სახელმწიფო ვალი და კრემლის ელიტა - აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა.
წინასწარი ინფორმაციით სანქციები შეეხება კრემლის ელიტას, მათი ოჯახის წევრებს, ასევე რუსეთის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებით ოპერირებას. ბაიდენმა გამოაცხადა სანქციები რუსი სამხედროების ბანკის სახელწოდებით ცნობილ, პრომსვიაზბანკის წინააღმდეგ.
ბაიდენის ცნობით, ახალი სანქციების პაკეტი სულ 4 ბლოკისგან შედგება და ამ პაკეტის გამკაცრება დამოკიდებული იქნება რუსეთის ქცევაზე.
მასალა განახლებადია.