სამხრეთ კორეა ნატოში დიპლომატიურ წარმომადგენლობას გახსნის
სამხრეთ კორეა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში დიპლომატიურ წარმომადგენლობას გახსნის.
ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეიზდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა განაცხადა.
ახლადარჩეული პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი, რომელიც პრო-ამერიკული ხედვებით გამოირჩევა, ნატოს მადრიდის სამიტზე დასწრებას გეგმავს.
სეული ნატოს ქვეყნებთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივი წვრთნების ჩატარებას და „უსაფრთხოების გამოწვევებზე“ მუშაობას გეგმავს.
იუნი, რომელმაც კორეის უმაღლესი თანამდებობა მაისში დაიკავა, ქვეყნის „გლობალურ როლზე“ საუბრობს და რეგიონულ პროცესებში უფრო აქტიური როლის თამაშს ემხრობა.
სამხრეთ კორეა უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდა.
მადრიდის სამიტზე იუნი კიევისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ განაცხადებს.
თუმცა სეული ამჟამად ლეტალური შეიარაღების გადაცემას არ გეგმავს.
ნატოს სამიტის კულუარებში შესაძლოა აშშ-ს, კორეის და იაპონიის ლიდერების შეხვედრაც შედგეს, წერს სააგენტო Reuters-ი.
სამხრეთ კორეაში განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან ბოლო დროს ფხენიანის მიერ სარაკეტო არსენალის დემონსტრირებით.