აშშ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს, რომელიც მალე დაანონსდება

"ამერიკის ხმის" ცნობით, შეერთებულმა შტატებმა, სამშაბათს, შესაძლოა უკრაინისთვის 325 მილიონ დოლარამდე სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადოს.

აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარება, უშუალოდ ამერიკული არმიის საცავებიდან გამოიყოფა.

არსებული ინფორმაციით, დახმარების პაკეტში შედის Bradley-სა და Stryker-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, "რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ უკვე დაზიანებული ან განადგურებული" ტექნიკა, ასევე საბრძოლო მასალა HIMARS-ისა და NASAMS-ის სისტემებისთვის.

კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, მედიამ დააფიქსირა უკრაინის გარკვეული დანაკარგები სამხედრო აღჭურვილობაში, მათ შორის ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებში.

რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან, ამერიკამ უკრაინას 39.7 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გადასცა.

მსგავსი სიახლეები