სან მარინოში რეფერენდუმზე აბორტის ლეგალიზებას დაუჭირეს მხარი
სან მარინოს მოსახლეობის 77%-მა რეფერენდუმზე აბორტის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ელენა ტონინიმ პარლამენტს მოუწოდა რეფერენდუმის შედეგები კანონად იქცეს.
მიკროსახელმწიფოში რეფერენდუმზე მოსახლეობის მხოლოდ 41% მივიდა.
ლეგალიზების შემდეგ ქალებს უფლება ექნებათ ფეხმძიმობის 12 კვირაში აბორტი გაიკეთონ, 12 კვირის შემდეგ კი აბორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დაშვებული, თუ დედის სიცოცხლე რისკის ქვეშაა.
ამჟამინდელი კანონმდებლობით, აბორტი სან მარინოში 3 წლიანი პატიმრობით ისჯება, ექიმი აბორტის გაკეთებისთვის კი - 6 წლით.
ქვეყანაში ამ კანონით არავინ დასჯილა, რადგან ქალები აბორტის გასაკეთებლად იტალიაში გადადიან.
კათოლიკური სან მარინო კონსერვატორული განწყობებით გამოირჩევა.