საპარლამენტო კომისიამ ლე პენის პარტიასა და კრემლს შორის კავშირი გამოავლინა

საფრანგეთის შიდა საკითხებში უცხოური ჩარევის შესახებ შექმნილმა საპარლამენტო კომიტეტმა მარინ ლე პენის პარტიასა და რუსეთს შორის კავშირები გამოავლინა.

კომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ფრანგი პოლიტიკოსის პარტია ეროვნული გაერთიანება (წარსულში ცნობილი როგორც ეროვნული ფრონტი) კრემლისთვის "საკომუნიკაციო არხის" ფუნქციას ასრულებდა.

ანგარიში, რომლის ავტორი ფრანგი ევროპარლამენტარი კონსტანს ლე გრიპია, ფრანგულ მედიას ჩაუვარდა ხელში.

ანგარიშის გავრცელებულ ნაწილში ნათქვამია, რომ 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიისას მარინ ლე პენის პარტია "კრემლის დისკურსს ემთხვეოდა".

სწორედ ამ დროს მიიღო პარტიამ სესხი რუსულ-ჩეხური ბანკიდან.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო გამოძიების ჩატარება თავად ეროვნულმა გაერთიანებამ მოითხოვა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ გამოძიება პარტიის კრემლთან კავშირის გარშემო არსებულ ეჭვებს გააქრობდა.

ლე პენის თანაპარტიელი პარლამენტარების უმრავლესობამ ანგარიშს მხარი არ დაუჭირა. ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს ულტრა-მემარცხენეებმაც.

თავად მარინ ლე პენმა ანგარიშის მიგნებების უგულებელყოფა სცადა და ის პოლიტიკურ მართლმსაჯულებას შეადარა.

 

 

მსგავსი სიახლეები