საქართველოს დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.
გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. სომხეთის პრემიერი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს.
ასევე, დელეგაციის წევრებთან ერთად, ნიკოლ ფაშინიანი, გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.