სასაზღვრო შეტაკებაში ერთი აზერბაიჯანელი და სამი სომეხი სამხედრო დაიღუპა

 

11 იანვარს სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან, ვერინ შორჟას დასახლებასთან მომხდარმა შეტაკებამ ერთი აზერბაიჯანელი და სამი სომეხი სამხედრო იმსხვერპლა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 15:15 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, რომელსაც სომხეთის მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ მომხდარს „სომხური პროვოკაცია“ უწოდა და უარყო, რომ შეტაკებისას უპილოტო საჰაერო აპარატები გამოიყენეს.

მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიის ორ მეზობელ ქვეყანას შორის სასაზღვრო შეტაკებებმა რეგულარული ხასიათი მიიღო.

2020 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სრულმასშტაბიანმა სამხედრო დაპირისპირებამ 6500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მსგავსი სიახლეები