საუდის არაბეთი უკრაინას $400 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ და პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ბინ სალმანმა პარასკევს სატელეფონო საუბარი გამართა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, სადაც მან უკრაინის პრეზიდენტს აცნობა უკრაინისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ.

ამის შესახებ ინფორმაციას საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA ავრცელებს.

ბინ სალმანთან საუბრის შესახებ Twitter-ზე ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაწერა. მან მადლობა გადაუხადა ტახტის მემკვიდრე პრინცს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ საუდის არაბეთთან უკრაინის მაკროფინანსური მხარდაჭერის შესახებ შეთანხმება შედგა.

საუდის არაბეთის საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ 400 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი უკრაინის მოქალაქეების ტანჯვის შემსუბუქებისთვის დაიხარჯება.

გარდა ამისა, ბინ სალმანმა მზადყოფნა გამოთქვა გააგრძელოს შუამავლობა ტყვეების გაცვლის მიზნით.

მსგავსი სიახლეები