საუდის არაბეთის მეფემ მოჰამად ბინ სალმანი პრემიერ-მინისტრად დანიშნა
საუდის არაბეთის მეფის, სალმანის სამეფო განკარგულებით მოჰამად ბინ სალმანი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.
ინფორმაციას ამის შესახებ საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა. მონარქიის მთავრობაში დაანონსდა სხვა ცვლილებებიც.
სამეფო განკარგულებამ უკვე არსებული რეალობის ფორმალიზაცია მოახდინა - მოჰამად ბინ სალმანი ბოლო რამდენიმე წელია საუდის არაბეთის მთავრობის დე-ფაქტო მეთუარია.
მოსალოდნელია, რომ მოჰამად ბინ-სალმანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა ქვეყანაში მისი ინტრონიზაციის ოფიციალური პროცესის დასაწყისი იქნება.
შეიცვალა თავდაცვის მინისტრიც - ამ პოსტზე მოჰამადის უმცროსი ძმა, ხალიდ ბინ სალმანი დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ხალიდ ბინ სალმანი საუდიელი დისიდენტისა და ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკველობის მომენტში, აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩის პოსტს იკავებდა. ხალიდმა პოსტი ხაშოგის მკვლელობიდან რამდენიმე თვეში დატოვა.
კონტექსტი
მეფის განკარგულებამდე რამდენიმე დღით ადრე საუდის არაბეთში ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკული ადმინისტრაციის 3 მაღალჩინოსანი. მათ შორის, აშშ-ს წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, ბრეტ მ'აკგრუკი, აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში, ამოს ხოხშტეინი და აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი იემენში, ტიმ ლინდერკინგი.