სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები გვადალუპის პარლამენტში შეიჭრნენ

 

სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგე დემონსტრანტები გვადალუპის რეგიონულ საკანონმდებლო ორგანოში შეიჭრნენ. 

რეგიონული საბჭოს შეხვედრაზე აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ბანერი წარწერით: "არა სავალდებულო ვაქცინაციას, არა კოვიდ პასპორტებს!"

საბჭოს პრეზიდენტმა არი შალუსმა დემონსტრანტებს შეხვედრა შესთავაზა. 

ადგილობრივი და საფრანგეთის ცენტრალური ხელისუფლება აქციის მონაწილეების მოთხოვნებს არ ეთანხმება და საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმას დემოკრატიისთვის საფრთხეს უწოდებს.

დემონსტრანტები სავალდებულო ვაქცინაციის გაუქმების გარდა, სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობას, პენსიების და შემოსავლის ზრდას და დასაქმების მეტ შესაძლებლობებს ითხოვენ.

გვადალუპა საფრანგეთის 5 ზღვისგადაღმა დეპარტამენტიდან ერთ-ერთია. კუნძულებზე მოსახლეობის მხოლოდ 33%-ია სრულად აცრილი.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა კუნძულზე მცხოვრები მედიცინის მუშაკებისთვის და მეხანძრეებისთვის ვაქცინაციის ბოლო ვადა 31 დეკემბრამდე გადადო.

მსგავსი სიახლეები