სერდარ ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის ახალი პრეზიდენტი გახდა
სერდარ ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის ახალი პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. მან, სახელმწიფოს მმართველის პოსტზე მამამისის - გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ჩაანაცვლა.
"ჩვენ მთავარი მიზანია მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სოციოეკონომიკური პირობების განვითარებასა და ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესებასთან ერთად"-განაცხადა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა
40 წლის სერდარ ბერდიმუჰამედოვმა არჩევნებში 73% მიიღო, რითიც დაახლოებით 6-ჯერ გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ხიდირ ნუნიაევს.
გურბუნგული ბერდიმუჰამედოვის შვილი აქამდე მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელის ფუნქციას ითავსებდა.