შარლ მიშელი: ამ კანონის მიღება შეუთავსებელია საქართველოს ევროპულ გზასთან
გუშინ და დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ტვიტერზე გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.
ბელგიელი პოლიტიკოსი წერს, რომ ის "ძლიერ შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით."
შარლ მიშელის თქმით, "მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია".
ის ასევე წერს, რომ აგენტების შესახებ რუსული ყაიდის კანონის მიღება საქართველოს ევროინტეგრაციასთან შეუთავსებელია:
"უცხოეთის გავლენის" შესახებ კანონის მიღება შეუსაბამოა საქართველოს ევროპულ გზასთან, რაც საქართველოში უმრავლესობას სურს", - აცხადებს შარლ მიშელი და ამატებს, რომ "კანონის უზენაესობისა და ჰუმანისტური ღირებულებების ერთგულება ევროკავშირის პროექტის გასაღებია".