შარშან რუსეთში ალკოჰოლით 50 ათასი ადამიანი დაიღუპა
შარშან რუსეთში ადამიანების ნარკოტიკებით გარდაცვალება 60%-ით გაიზარდა და 7316 ადამიანს მიაღწია. ამის შესახებ რუსეთის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებში ვკითხულობთ.
2019 წელს ეს რიცხვი 4569 იყო. 2016-2018 წლებში ნარკოტიკებით ყოველწლიურად 4.4-4.8 ათასი ადამიანი იღუპებოდა.
2020 წელს ალკოჰოლთან დაკავშირებული მიზეზით რუსეთში 50,4 ათასი ადამიანი დაიღუპა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 6.3%-ით მეტია.
ამერიკის ჯანმრთელობის შეფასების ინსტიტუტის თანახმად, კორონავირუსის ეპიდემიისა და საკარანტინო შეზღუდვების ფსიქოლოგიურმა გავლენამ შეიძლება ალკოჰოლის მოხმარების გაზრდა გამოიწვიოს.
2020 წელს ერთ სულ მოსახლეზე არყის მოხმარება რუსეთში 2%-ით გაიზარდა.