შოლცი: ირპინი რუსეთის წარმოუდგენელი სისასტიკის სიმბოლოა
კიევის შემოგარენის დათვალიერების შემდეგ, გერმანიის კანცლერმა პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ ირპინი და ბუჩა "რუსეთის ომის წარმოუდგენელი სისასტიკის სიმბოლო გახდა."
ომის დაწყების შემდეგ, ოლაფ შოლცი უკრაინაში პირველად ჩავიდა.
"სასტიკად დანგრეული ქალაქი სიმბოლოა - ეს ომი უნდა დასრულდეს"- დაწერა შოლცმა ტვიტერზე.
გერმანიის კანცლერთან ერთად, ირპინსა და ბუჩაში რუმინეთის პრეზიდენტიც იმყოფებოდა, რომლის თქმითაც "ყველა რუსი დამნაშავე საერთაშრისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს."