შოლცი მიიჩნევს, რომ ევროპა იარაღის ფართომასშტაბიან წარმოებაზე უნდა გადავიდეს
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საბრძოლო მასალის ახალი საწარმოს დაარსების ცერემონიაზე ევროპას მოუწოდა, შეიარაღების ფართომასშტაბიან წარმოებაზე გადავიდეს.
ამის შესახებ ZDF წერს.
რუსეთის მხრიდან საფრთხის გათვალისწინებით, სამხედრო კონცერნ Rheinmetall-ის ახალი ქარხნის საძირკველის ჩაყრის ცერემონიაზე, შოლცმა ევროპაში თავდაცვითი წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდა მოითხოვა.
შოლცის თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა უნდა გააერთიანონ თავიანთი შეკვეთები და უზრუნველყონ თავდაცვის ინდუსტრიის მიწოდების უსაფრთხოება მომავალი ათწლეულების განმავლობაში.
"ჩვენ უნდა ჩამოვშორდეთ მანუფაქტურას და გადავიდეთ თავდაცვითი ტექნიკის ფართომასშტაბიან წარმოებაზე," - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. "რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ღიად გამოხატული იმპერიული ამბიციები არის მთავარი საფრთხე ევროპული სამშვიდობო წესრიგისთვის."
"თუ გინდა მშვიდობა, წარმატებით უნდა შეაჩერო პოტენციური აგრესორები," - შეაჯამა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, Rheinmetall-ის ახალი ქარხანა წელიწადში 200 ათას ჭურვს აწარმოებს, მათ შორის უკრაინისთვის. Rheinmetall-ის ინფორმაციით, კომპანია ამ ობიექტში 300 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს.