შოლცი: უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც მის დამოუკიდებლობას დასჭირდება
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად კიევში ჩავიდა.
შოლცის თქმით, "მნიშვნელოვანია, რომ სამი დიდი ქვეყნის მთავრობის მეთაური, რომლებიც ევროპის ეკონომიკური კავშირის დაამაარსებლები არიან, კიევში ჩადიან და ამ განსაკუთრებული, საომარი ვითარების დროს აჩვენებენ მხარდაჭერასა უკრაინასა და უკრაინელებს".
ამასთან, გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ კიევში ჩასვლა მხოლოდ სიმბოლური ჟესტი არაა:
"მაგრამ ჩვენ მხოლოდ სოლიდარობის დემონსტრაცია კი არ გვსურს, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ ის დახმარება, რომელსაც ჩვენ ვუწევთ ორგანიზებას, ფინანსური, ჰუმანიტარული, იარაღიც, კვლავ გაგრძელდეს".
მისი თქმით, "დახმარება იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც უკრაინის დამოუკიდებლობისთვის იქნება საჭირო".
ოლაფ შოლცმა ისაუბრა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზეც. ბუნდესკანცლერის თანახმად, სანქციები იქამდე გაგრძელდება, "სანამ რუსეთი თავის განზრახვაზე ხელს აიღებს და ჯარებს უკან გაიყვანს".
შოლცი, მაკრონი და დრაგი ომის დაწყების შემდეგ კიევში პირველად ჩავიდნენ. როგორც მედია ადგილიდან იუწყება, ევროპელი ლიდერების უკრაინის დედაქალაქში ჩასვლისთანავე გამაფრთხილებელი სირენები ჩაირთო.