შოტლანდიელი კონსერვატორების ლიდერმა ბორის ჯონსონს გადადგომისკენ მოუწოდა

 

"მას შემდეგ, რაც ბორის ჯონსონმა აღიარა პრემიერის რეზიდენციაში ლოქდაუნისას წვეულებაზე დასწრება, ის უნდა გადაგეს", - განაცხადა შოტლანდიელი კონსერვატორების ლიდერმა დაგლას როსმა.

როსი კონსერვატორული პარტიის პირველი მაღალი რანგის წარმომადგენელია, ვინც ჯონსონს გადადგომა საჯაროდ მოსთხოვა.

ოთხშაბათს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბოდიში მოიხადა დაუნინგ სტრიტზე, პრემიერის რეზიდენციაში ლოქდაუნისას წვეულებაზე დასწრების გამო. თუმცა, ჯონსონმა აღნიშნა, რომ ეს "საქმიანი ღონისძიება" იყო.

"თუ ის დაესწრო 20 მაისის შეკრებას, წვეულებას, მან აღარ უნდა გააგრძელოს პრემიერ-მინისტრის რანგში მუშაობა", - თქვა შოტლანდიელი კონსერვატორების ლიდერმა.

როსი ბრიტანეთის პარლამენტის წევრია და თუკი ბორის ჯონსონს კონსერვატორი დეპუტატების 15% გამოუცხადებს უნდობლობას, საკითხი კენჭისყრაზე დადგება.

როსი ბრიტანეთის პრემიერისგან დისტანცირებას ცდილობს, რადგან, საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ჯონსონი შოტლანდიაში ძალიან არაპოპულარულია.

 

მსგავსი სიახლეები