შვედეთმა უკრაინელი სამხედროების CV90-ებზე წვრთნა დაასრულა

შვედეთში უკრაინელმა სამხედროებმა CV90-ის ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებზე წვრთნა დაასრულეს და შინ დაბრუნდნენ.  

"გაზაფხულზე შვედეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები უკრაინელებს CV90-ის გამოყენებას ასწავლიდნენ. ისინი უკვე დაბრუნდნენ თავიანთი ქვეყნის დასაცავად," - ნათქვამია განცხადებაში.

შვედეთმა თებერვალში უკრაინისთვის 50 CV90 ქვეითთა საბრძოლო მანქანის გადაცემა გადაწყვიტა.

უკრაინელ სამხედროებს შვედეთში საიდუმლო ადგილებში წვრთნიდნენ.

18 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინული ბრიგადა, რომელიც 3-დან 5 ათასამდე სამხედროა, შვედეთში თანამედროვე დასავლურ აღჭურვილობაზე გაწვრთნეს და მათ შეიძლება უკრაინის კონტრშეტევაში მონაწილეობა მიიღონ.

მსგავსი სიახლეები