შვედეთში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი რუსი დააკავეს
შვედეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი უცხოელი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების ვებგვერდზე 23 ნოემბერს გავრცელდა.
შვედური მედიის ცნობით, საუბარია რუს წყვილზე.
"ერთ-ერთი დაკავებული ეჭვმიტანილია შვედეთის წინააღმდეგ უკანონო სადაზვერვო ქმედებებში, მეორე კი ეჭვმიტანილია მის დახმარებაში", - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
ეჭვმიტანილთა ჩხრეკა და დაკავება შვედეთის პოლიციისა და შეიარაღებული ძალების ჩართულობით მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმირებული იყო ქვეყნის თავდაცვის მინისტრი.
თვითმხილველების თქმით, ოპერაციაში ორი ვერტმფრენი მონაწილეობდა.
Aftonbladet-ის ცნობით, დაკავებულები არიან წყვილი რუსეთიდან, რომლებიც შვედეთში ემიგრაციაში წავიდნენ 20 წელზე მეტი ხნის წინ. გამომძიებლების თქმით, ისინი ბოლო 10 წლის განმავლობაში ჯაშუშობით იყვნენ დაკავებულნი.
წყვილს შვედეთში ტექნოლოგიებისა და ელექტრონიკის ექსპორტის და იმპორტის ბიზნესი აქვს, რომლის წლიური ბრუნვიაც 30 მილიონ კრონზე მეტია წელიწადში (2.7 მილიონი ევრო).
ჯერ კიდევ 2016 წელს კომპანიის მიმართ ინტერესი ქვეყნის საგადასახადო ორგანოს გაუჩნდა, რის შემდეგაც წყვილის სახლში ჩხრეკა უკვე ჩატარდა. მაშინ აღმოჩენილმა დოკუმენტებმა აჩვენა, რომ კომპანიას აქვს რთული საკუთრების სტრუქტურა, რომელსაც საზღვარგარეთ მივყავართ. ამავდროულად, გამოძიება უკვე დაწყებული იყო მათი შესაძლო ჯაშუშობის ფაქტზე.