სი ძინფინგი: ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვებელია

სი ძინფინგი და ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ, რომ ბირთვული ესკალაცია დაუშვებელია და ბირთვულ ომს გამარჯვებული არ ეყოლება. 

ამის შესახებ თეთრი სახლის შემდეგ უკვე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია საუბარი.

ამერიკელმა პრეზიდენტმა წამოწია რუსეთის სახმედრო აგრესიის საკითხი უკრაინის წინააღმდეგ - "მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შეთანხმება, რომ ბირთვული ომი დაუშვებელია და მისი მოგება შეუძლებელი. მხარეებმა გამოხატეს წინააღმდეგობა უკრაინის მიმართ გაჟღერებული ბირთვული მუქარის წინააღმდეგ". 

ამასთანავე, ჩინეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია კონფლიქტის ზონის გაფართოება და ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ესკალაცია დაუშვებელია. სი ძინფინგის თქმით, არ არსებობს კომპლექსური საკითხების მარტივი გადაწყვეტა. 

მსგავსი სიახლეები