ჩინეთში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს თავდაცვის 2 ყოფილ მინისტრს
ჩინეთში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს თავდაცვის 2 ყოფილ მინისტრს, ლი შანგფუსა და ვეი ხენფეს, მათ ბრალი ედებოდათ კორუფციაში.
ვითარების არსი: განაჩენის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
- სასიკვდილო განაჩენი ჩინეთში როგორც წესი აღსრულების 2-წლიანი დაყოვნებით გამოაქვთ, რაც ნიშნავს, რომ ამის შემდეგ განაჩენი შეიცვლება სამუდამო პატიმრობით ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლების გარეშე.
- სახელმწიფო მოახდენს შანგფუსა და ხენფეს ქონების სრულ კონფისკაციას.
ჩაშლილად: ვეი ხენფეს თავდაცვის მინისტრის პოსტს 2018-2023 წლებში იკავებდა, ის სწორედ ლი შანგუმ შეცვალა, რომელმაც თანამდებობაზე სულ რამდენიმე თვე გაძლო.
- ეს ჩინეთის სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის უმაღლეს ეშელონებში მიმდინარე საკადრო წმენდის ჯერჯერობით ბოლო ეპიზოდია.
დიდი სურათი: გასულ თვეებში თანამდებობიდან გადააყენეს და გამოძიება დაიწყეს ჩინეთის სამხედრო იერარქიის უმაღლეს ჩინზე, ჭან იოსუიაზე, რომელიც ცენტრალურ სამხედრო საბჭოს სი ძინფინგის უფროსი მოადგილის პოსტს იკავებდა.
- წმენდების შედეგად ცენტრალურ სამხედრო საბჭოში, რომელიც როგორც წესი 7 ადამიანისგან შედგება, სი ძინფინგის გარდა მხოლოდ 1 ადამიანი დარჩა - ანტი-კორუფციული მიმართულების კურატორი, გენერალურ ჭანგ შენგმინი.
კონტექსტი: გასულ თებერვალში სი ძინფინგმა განაცხადა, რომ არმიამ კორუფციასთან ბრძოლის საქმეში რევოლუციური გამოცდილება მიიღო.
- თავისი მმართველობის თითქმის 14 წლის განმავლობაში სი ძინფინგი არაერთი მასშტაბური ანტი-კორუფციული კამპანიის ინიციატორი იყო - სინოლოგების შეფასებით, კორუფციასთან ერთად ჩინეთის ლიდერი ამ მეთოდით პოლიტიკურ ოპონენტებსაც ებრძვის.