სი ძინფინგი: ჩინეთს ევროკავშირთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება სურს
ევროკავშირთან თანამშრომლობა ჩინეთის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენთან მოლაპარაკებებზე განაცხადა.
სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ყოველთვის თვლიდა ევროკავშირს "სტრატეგიულ ძალად" საერთაშორისო სტრუქტურაში და ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარება ჩინეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია.
ჩინეთის ლიდერის თქმით, ევროკავშირთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება სურს. მან ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა ენერგეტიკული კრიზისი და ინფლაცია, ასევე რეგიონის კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად.
თავის მხრივ, ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები სულ უფრო "დაბალანსებული" ხდება.
"ბოლო ათი წლის განმავლობაში, ევროკავშირის სავაჭრო დეფიციტი სამჯერ გაიზარდა. გასულ წელს მან მიაღწია თითქმის 400 მილიარდ ევროს. ჩვენ განვიხილეთ ეს, რადგან ეს ტრაექტორია არ არის მდგრადი და ძირეული სტრუქტურული პრობლემები უნდა გადაიჭრას. მე ვაცნობე [სი ძინფინგს], რომ ევროკავშირის საწარმოები ჩინეთში შეშფოთებულნი არიან არასამართლიანი პრაქტიკით ზოგიერთ სექტორში... სექტორულ პრობლემებს ამწვავებს ჩინეთის მხრიდან მუდმივად მზარდი მოთხოვნები", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი უფრო ფხიზელი იქნება თავისი ინტერესების დაცვაში.