სლოვაკეთი უკრაინას 16 თვითმავალ ჰაუბიცას მიაწვდის
სლოვაკეთი უკრაინას მალე კიდევ 16 თვითმავალ ჰაუბიცა Zuzana-ს მიაწვდის, ასევე ორი ქვეყანა გეგმავს ერთობლივად შექმნან ახალი ტიპის ჰაუბიცები.
ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ ბრატისლავაში, უკრაინის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ მოვახერხეთ უკრაინასთან 16 Zuzana-ს მიწოდების ხელშეკრულების გაფორმება და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ჩვენ ერთობლივად შევიმუშავებთ ახალი ტიპის ჰაუბიცებს. დაიწყება საბრძოლო მასალის ერთობლივი წარმოება," - განაცხადა ჩაპუტოვამ.
დიდი ალბათობით, საუბარია სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის მიერ დიდი ხნის წინ გამოცხადებულ შეთანხმებაზე: წლის განმავლობაში უკრაინისთვის 16 Zuzana-ს თვითმავალი ჰაუბიცის მიწოდებაზე, რისთვისაც ფულს გერმანია, ნორვეგია და დანია გამოყოფენ.
მან აღნიშნა, რომ სლოვაკეთი ასევე ხელს შეუწყობს უკრაინის ნაღმებისგან გაწმენდას.
"ჩვენ მზად ვართ შევიძინოთ შესაბამისი სლოვაკური აღჭურვილობა და შევქმნათ ახალი საწარმოო ობიექტები ნაღმების გაწმენდისთვის." - თქვა თავის მხრივ ვოლოდიმირ ზელენსკიმ.