სტოკჰოლმის პოლიციამ ისრაელის საელჩოს მახლობლად თორის დაწვის ნებართვა გასცა

სტოკჰოლმის პოლიციამ პარასკევს აქციის გამართვის ნებართვა გასცა, რომლის დროსაც ქალი ისრაელის საელჩოს წინ "თორას სანთებელით დაწვას" გეგმავს.

ამ ინფორმაციას SVT ავრცელებს.

50 წლის ქალმა აქციის ჩატარება მოითხოვა "შვედეთში ბავშვთა უფლებების დასაცავად, რომლებიც სისტემატურად ირღვევა." ის წერს, რომ აპირებს "თორას სანთებელით დაწვას."

სტოკჰოლმის პოლიციის ნებართვაში ნათქვამია, რომ აქციაში ოთხი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ გარემოებებიდან გამომდინარე, შეუძლიათ ღონისძიების უსაფრთხოების გაძლიერება.

"ჩვენ დიალოგში ვართ ორგანიზატორთან და სხვა მხარეებთან, რომლებიც შეიძლება დაზარალდეს, მაგალითად, ისრაელის საელჩო," - განაცხადა სტოკჰოლმის პოლიციის სპიკერმა მატს ერიქსონმა.

სამართალდამცავები რელიგიური წიგნების დაწვის აქციაზე კიდევ სამ განცხადებას განიხილავენ, თუმცა მათზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ერთ-ერთი მათგანის ორგანიზატორმა, რომელიც ბიბლიის დაწვას გეგმავდა, უკვე განუცხადა SVT-ს, რომ გადაიფიქრა.

თორისა და ბიბლიის დაწვის მსგავსი აქცია ივლისის დასაწყისში გამოცხადდა, მაგრამ მისმა ორგანიზატორმა სანთებელა დააგდო და განაცხადა, რომ არცერთი წიგნის დაწვას არ აპირებდა.

შვედეთში ყურანის დაწვის აქციამ ადრე სტოკჰოლმსა და თურქეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება გამოიწვია.  

მსგავსი სიახლეები